ილარიონ თუალელი (დაახლ. 970, სამხრ. საქართველო, – 1041), სასულიერო პირი, წმინდანი.
მოღვაწეობდა ხახულის, შემდგომ კი – თუალის მონასტერში (ანტიოქიის მახლობლად, დღევანდელი თურქეთი). გიორგი მცირის ცნობით, გიორგი მთაწმიდელი მშობლებმა ი. თ-ს მიაბარეს აღსაზრდელად, რამეთუ იგი იყო „უმაღლესი სათნოებითა და სულიერთა მოძღურებათა შინა განთქმული. მანვე აღკვეცა გიორგი მთაწმიდელი ბერად.
ი. თ-ს შესახებ არსებული მწირი ცნობები გვაუწყებს, რომ იგი სახელგანთქმული მთარგმნელი და მწიგნობარი იყო.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ღირსი ი. თ. შერაცხულია წმინდანად. მისი ხსენების დღეა 24 ივლ. (6. აგვ.).
ლიტ.: ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი, რედ. ა. მიქაბერიძე, თბ.–ათენი, 2003.
თ. მარგველაშვილი