ილარიონი, ქართლის კათოლიკოსი დაახლ. IX ს. 50-იანი წლების ბოლოს. კათოლიკოსობამდე იყო წყაროსთავის მონასტრის მაშენებელი და წინამძღვარი: „ილარიონ მამაჲ და მაშენებელი წყაროსთავისაჲ, რომელიცა კათალიკოზ იქმნა მცხეთას“.
ი. შერაცხილია წმინდანად და მოიხსენიება 5 (18) ოქტომბერს კლარჯეთის ღირს მამათა და დედათა შორის.
წყარო: გიორგი მერჩულე, შრომაჲ და მოღუაწებაჲ ღირსად ცხორებისაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი..., წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1963.
ლიტ.: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000; ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი, რედ. ა. მიქაბერიძე, თბ.–ათენი, 2003.