ილარიონ მიტროპოლიტი

ილარიონ მიტროპოლიტი (ერისკაცობაში – დავით ნოდარის ძე ქ ი ტ ი ა ­შ ვ ი ლ ი) (დ. 22.XI.1957, ქ. ხაშური), 1980 ჩაირიცხა სპი-ის ენერგეტიკის ფაკ-ტზე. 1996-იდან იყო სტიქაროსანი ხა­შუ­რის წმ. მარინეს ტაძარში, სადაც მედავითნეობა შეისწავლა. 1998 წ. 4 ნოემბერს იობ მიტროპოლიტმა (ურბნისისა და რუისის) დიაკვნად, ხოლო 1999 წ. 15 თებერვალს მღვდლად აკურთხა და სურამის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვრად დაადგინა. 2000 წ. 4 დეკემბერს ქოზიფის მამათა მონასტერში ბერად აღიკვეცა. ამავე წელს დაინიშ­ნა წრომის ამაღლების ტაძრის, ხცისის წმ. გიორგის, ხცისის იოანე ნათლისმცემლის, შობის მამათა მონასტრისა და ახალსოფლის ივერიის ღვთისმშობლის ტაძრების წინამძღვრად.

2001 წ. 4 დეკემბერს იღუმენის პატივი მი­ე­ნი­ჭა. 2002 წ. 17 ოქტომბერს სა­ქარ­თვე­ლოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხე­ვითა და წმ. სინოდის განჩინებით გამორჩეულ იქნა მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსად. 2011 მთავარეპისკოპოსობა, ხოლო 2013 წ. 1 სექტემბერს მიტროპოლიტობა ებოძა.

ი. მ-ის შემწეობით ­ეპარქიაში მოქმედი ეკლესიების რიცხვი საკმა­ოდ გაი­ზარ­და, გამოიცა ეპარქიის გაზეთი „უძლეველი მხედარი“, დაფუძნდა სას., ქრისტ.-საგანმან., მინანქრის სკოლები და სხვ.

ი. მ. დაჯილდოებულია წმ. გიორგის ორდენით (2007).