ილარიონ ქართველი

ილარიონ ქართველი (822–875), სასულიერო მოღვაწე. დაიბადა კახეთში, დიდგვაროვან ოჯახში. დიდი ღვაწლი მიუძღვის სა­ქართვე­ლო­ში სამონასტრო ცხოვრებისა და მშენებლობის განვითარებაში.

ი. ქ-ის ქტიტორული მოღვაწეობა დაკავშირებულია კა­ხეთის 3 ძეგლთან. ესენია: ფერისცვალების ეკლესია დავითგარეჯის ლავრაში, ე. წ. ი. ქ-ის ფი­ლი­ალი იმავე ლავრაში და აკურის მამადავითის დედათა მო­ნას­ტე­რი.

ი. ქ-მა ცხოვრების უდიდესი ნაწილი საზღვარგარეთ გაატარა. მოიარა პალეს­ტი­ნა (იერუსალიმი, თაბორი, გოლგოთა, ბეთლემი, იორდანიის უდაბნო, საბაწმიდის ლავრა), ბითინია (ოლიმპი), რომი, ბიზანტია (კონსტანტინოპოლი, თესალონიკე), სადაც ეცნობოდა ქრისტ. სამყაროს კულტ. უდიდეს კერებს, ლიტ. მიღწევებს, სამონასტრო ცხოვრების წესსა და რიგს. ი. ქ-ის სახელზე თხზუ­ლებების მთელი ციკლია შექმნილი – ცხოვრებები და საგალობლები, სადაც ი. ქ. წარმოგვიდგება როგორც მონასტერთა მაშენებელი, წინამძღვარი, კახეთში დედათა და მამათა მონასტრების წესისა და კანონის დამდები.

ი. ქ. სახელგანთქმული მკურნალი იყო. მას „უვერცხლო მკურნალს" უწოდებდნენ, რადგან ყველას უანგაროდ მკურნალობდა. დაკრძალულია კონსტანტინოპოლის მახლობლად ჰრომანის (რომანის) ქართველთა მონასტერში. ღირსი ი. ქ. შერაცხულია წმინ­დანად. მისი ხსენების დღეა 19 ნოემბ. (2 დეკ.).

თსსუ-ში დამკვიდრდა ი. ქ-ის სახე­ლობის პრემია საუკეთესო სახელმ­ძღვა­ნე­ლოსა და მეცნ. მონოგრაფიისთვის. ლიტ. იხ. სტ-თან „ილა­რიონ ქარ­თველის ცხოვრება".

მ. დოლაქიძე