ილდამუსა

ილდამუსა, სამეფო ქალაქი კოლხაში. იხსენიება ურარტუს მეფე სარდურ II-ის მატიანეში, სადაც საუბარია, თუ როგორ გაილაშქრა მან კოლხას ქვეყნის წინააღმდეგ, ბრძო­ლით დაიპყრო და გადაწვა მისი სამეფო ქალაქი, გაჟლიტა მოსახლეობა, დახოცა კოლხას მეფის ნაცვლები და ი-ში წარწერა დადგა.

ი-ზე ნათქვამია, რომ ის სამეფო ქალაქია. ამაში აუცილებლად დედაქალაქი არ იგულისხმება, თუმცა ის სამეფოს მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი ცენტრი უნდა ყოფილიყო.

ლიტ.: სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970.