ილდეღიზიდები, ე ლ დ ე ღ ი ზ ი დ ე ბ ი, ფეოდალური დინასტია აზერბაიჯანსა და ჩრდილოეთ ირანში (1136–1225). დააარსა შამსადინ ილდეღიზმა (1136–74). აზერბაიჯანის მთავრის, ყიზილარსლანის (1186–91) სიკვდილის შემდეგ ხელისუფლებისათვის ბრძოლაში მის ძმისშვილებს შორის გაიმარჯვა აბუ ბაქრმა (1191– 1210). ერთ-ერთი ძმა ამირ მირანი შირვანის შაჰს შეეხიზნა.
შირვანშაჰი საქართვ. მეფის ყმადნაფიცი იყო. მათ დახმარება სთხოვეს მეფე თამარს. საქართვ. ლაშქარმა აბუ ბაქრი დაამარცხა (იხ. შამქორის ბრძოლა 1195). ი-ის ძლიერება შეარყია მონღოლთა შემოსევამ (1220–22), ხოლო ჯალალედინმა (1225) საბოლოოდ გაანადგურა ი-ის სახელმწიფო.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979.