ილდეღიზიდთა მონეტა

ილდეღიზიდთა მონეტა, XII– XIII სს. აზერბაიჯანის მმართველი ათაბაგების, ილდეღიზიდების მიერ მოჭრილი არასწორი ფორმისა და სხვა­და­სხვა მასის სპილენძის მონეტა. მის ერთ მხა­რეს ათაბაგების უშუალო სიუზერენის – ერაყის სელჩუკი სულთნისა და ბაღდადის ხალიფას სახელებია ამოკვეთილი, მეორე მხა­რეს – თვით ათაბაგის სა­ხე­ლი.

ი. მ. აღმ. სა­ქარ­თვე­ლო­შიც იყო გავრცელებული. აღმოჩენილია დმანისში, რუსთავში, აგრეთვე XII–XIII სს. განძებში (ლილოს, კრწანისის, თბილისის განჯისკარის, რიყის).

ლიტ.: დუნდუა გ., ჯალაღანია ი., ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009; Босворт К. Э., Мусульманские династии, пер. с англ., М., 1971.

ი. ჯალაღანია