ილია ჭავჭავაძის მწვერვალი, კლდოვანი მწვერვალი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდ-ების ხდისა და არმხის (თერგის მარჯვ. შენაკადები) წყალგამყოფი.
მდებარეობს შანის ქედის სამხრ. ნაწილში. სიმაღლე 3800 მ. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. ახასიათებს ნივალური ლანდშაფტი. მისასვლელი გზა – ხდის ხეობიდან.
1938 მწვერვალზე ავიდა ქართვ. ალპინისტთა ჯგუფი ალექსანდრა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით.
კ. ჯავრიშვილი