ილიურთა

ილიურთა, სოფელი ახმეტის მუნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის თუშეთის (ომალოს) თემში (კა­ხე­თის რეგიონი). ზ. დ. 2500 მ. 2014 აღწერით მუდმივი მოსახლე არ არის.

ი-ის შუაში დგას 1870 აგებული წმ. გიორგის გუმბათოვანი ეკლესია და გვიანდ. შუა საუკუნეების რამ­დე­ნი­მე ციხე-სახლი. მრავალი მათ­განი აღდგენილი და სახეშეცვლილია.

სოფლის მიდამოებში შემორჩენილია ორი ხუთსართულიანი კოშკი.

ლიტ.: სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 2, თბ., 2004.