ილმაზლო, სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტის ქაფანახჩის თემში (ქვემო ქართლის რეგიონი), მარნეულის ვაკეზე, მდ. მტკვრის მარჯვ. ნაპირას. ზ. დ. 300 მ, მარნეულიდან 25 კმ. 998 მცხ. (2014).
ი-ს მიდამოებსა და მარნეულს შორის, მარნეულის ვაკის პლეისტოცენური ალუვიონის ქვეშ, ზედაპირიდან 40–136 მ სიღრმეში დამარხულია, ზოგან კი ზედაპირზე გამოდის ქვემო ქართლის პლატოს დოლერიტული ლავური ღვარის შუალედური მონაკვეთი. მისი ამონთხევის ცენტრი ადგილზე არ არსებობს.
შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში", როგორც „ილმაზლოს ლავური მოწმე".