ილორი

ილორი, სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ), შავი ­ზღვის ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: ი., ზენი, ნაგვალოუ, ოხურეი, სუკი). ზ. დ. 10 მ, ოჩამჩირიდან 4 კმ.

წყა­როებში პირველად იხსენიება XII ს-ში. სოფელში მდებარეობს წმ. გიორგის ეკლესია (XI ს.), რ-იც დას. სა­ქარ­თვე­ლოს უმნიშვნელოვანეს სალოცავს წარმოადგენდა.

XII–XVII სს-ში ი. ოდიშის საერისთავოში, შემდეგ ოდიშის სამთავროში შედიოდა. XVIII–XIX ს. I ნახ-ში ი. სამურზაყანოს შემადგენლობაში იყო.

1886 ჩატარებული აღწერის მიხედვით ი-ში 1120 მართლმადიდებელი ქრისტიანი და 6 სუნიტი მაჰმადიანი, ორი თავადი, 136 აზნა­უ­რი, 6 სასულიერო პირი და 982 გლეხი სახლობდა.

ი. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.