გოგოხია დამიანე ვლადიმერის ძე

გოგოხია დამიანე ვლადიმერის ძე (26. V. 1919, სოფ. ქვემო ბარღები, ახლანდ. გალის მუნიციპალიტეტი, – 4. III. 2001, თბილისი), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1984), პროფესორი. 1941 დაამთავრა სოხუმის სახელმწ. პედაგოგიური ინ-ტის ისტორიის ფაკ-ტი. 50–70-იან წლებში მუშაობდა სხვადასხვა პარტ. და სახელმწ. თანამდებობაზე. იყო საქართვ. მინისტრთა საბჭოს ბეჭდვითი სიტყვის სახელმწ. კომიტეტის თავ-რე, 1973–80 – მეცნ. და პოლიტ. ცოდნის გამავრცელებელი 73 საზ-ბა „ცოდნის" გამგეობის თავ-რე, 1981-იდან სიცოცხლის ბოლომდე – საქართვ. მეცნ. აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლ. და ეთნოგრაფიის ინ-ტის წამყვანი მეცნ. თანამშრომელი. გ-ს კვლევის ძირითადი მიმართულება იყო ქართველი და აფხაზი ხალხების ერთობლივი ისტორიის სოციალური, ეკონომიკური განვითარების მეცნ. შესწავლა. ამ პრობლემას მიუძღვნა მონოგრაფია „აფხაზეთის ასსრ სოციალ-ეკონომიკური და კულტურული განვითარება (1961–1985 წწ.)".