ილტო, მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში. ალაზნის მარჯვ. შენაკადი. სათავე აქვს კახეთის ქედის სამხრ.-აღმ. კალთაზე, ზ. დ. 2120 მ, სიგრძე 43 კმ, აუზის ფართ. 337 კმ² საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზამთარში, წყალმოვარდნა კი – ზაფხულსა და შემოდგომაზე. საშ. ხარჯი 6,5 მ³/წმ.
ი. აფხაზავა