ილტოზა

ილტოზა, სოფელი დუშეთის მუნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მჭადიჯვრის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), ალევის ქედის სამხრ. დაბოლოებაზე, მდ. ქსნის ­მარცხ. მხა­რეს. ზ. დ. 850 მ, დუშეთიდან 22 კმ, ქსნიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 20 კმ. 114 მცხ. (2014).

წყა­როებში პირველად მოხსენიებულია XVII ს-ში. წილკნელის სარგოს 1669 წიგნში იხსენიება ფორმით „ირტოზა". ამავე ძეგლის მიხედვით ირტოზაში ცხოვრობდნენ აზ­ნა­უ­რი კორინთლები. შემორჩენილია XVII ს. ხუროთმოძღვრული კომპ­ლექ­სი, რ-შიც შედის კვირაცხოვლის დარბაზული ეკლესია, მასზე დას-იდან მიდგმული ორსართულიანი კოშკი და სამხრიდან და ჩრდ-იდან მიშენებული სამი სადგომი. ი. შედიოდა ქსნის საერისთავოში.

1818 ი-ში ცხოვრობდა 9 კომლი, 1930 დუშეთის რ-ნის მჭადიჯვრის სას. საბჭოში შემავალი სოფელი იყო და ცხოვრობდა 197 სული მოსახლე. 1965 კი დუშეთის უბნის ჭილურტის სასოფლო თემს ეკუთვნოდა და ცხოვრობდა 4 კომლი.

წყა­რო: ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970.

ჯ. გვასალია