ილურიძე ვასილ ანზორის ძე (25. II. 1925, თბილისი, – 17. III. 1972, მოსკოვი), სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა). სსრკ დამს. მწვრთნელი (1962), სსრკ პირველი ჩემპიონატის ჩემპიონი (1945), სსრკ ჩემპიონატების სამგზის მეორე (1948, 1951–52) და ოთხგზის მესამე (1947, 1949–50, 1954) პრიზიორი თავისუფალ ჭიდაობაში, ასევე მეორე პრიზიორი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში (1947). საერთაშ. სტუდენტური თამაშების ჩემპიონი (1949, 1951), სსრკ ნაკრების წევრი (1945–52). საქართვ. ნაკრებისა და სსრკ ნაკრების (1960–68) მწვრთნელი. საერთაშ. კატეგორიის მსაჯი (1958). მისი აღზრდილები არიან ვ. რუბაშვილი, შ. ლომიძე.