„იმედი“

„იმედი“, ქარ­თვე­ლი ხალხოსნების ყოველთვიური ლიტერატურული და პოლიტიკური ჟურნალი. გამოდიოდა თბილისში 1881 იანვრიდან 1883 მარტამდე. სულ დაიბეჭდა 27 ნომერი 20 წიგნად.

„ი." განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა გლეხობის ყოფა-ცხოვრების ასახვას თანამედროვეობასა და ისტ. წარსულში, მოითხოვდა აგრ. საკითხების გადაწყვეტას სა­ხელმწი­ფო­ებ­რი­ვი სისტემის შეცვლის საფუძველზე. ჟურნალი მკვეთრად გაემიჯნა იმჟამინდელ ლი­ბე­რალურ შეხედულებებს – იბეჭ­დე­ბოდა მ. ასათიანის, ს. ჭრელა­შვი­ლის, მ. გურგენიძის, ა. ფურცე­ლაძისა და სხვათა წერილები; აგრეთვე ს. მგა­ლობლი­შვი­ლის, ზ. გულისა­­ შვი­ლისა და სხვა­თა მოთხრობები; ვაჟა-ფშაველას ადრინდ. შემოქმედების ნიმუშები; დ. აბდუშელიშვი­ლის ბიბლიოგრაფიები (რედ.გამომცემელი – მ. გურგენიძე).

ლიტ.: კალანდაძე ა., ქართული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. 4, თბ., 1986; ხუნდაძე ს., სოციალიზმის ისტორიისათვის სა­ქარ­თვე­ლო­ში, ტ. 11, ტფ., 1927; ჯორჯაძე ა., წერილები, თბ., 1989.

ს. ხუცი­შვი­ლი