„იმერეთი“, ყოველდღიური გაზეთი ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულებისა; გამოდიოდა 1912 წ. 26 სექტემბრიდან 1915 წ. 4 აგვისტომდე ქუთაისში, გაზ. „კოლხიდის" ნაცვლად. რედ.-გამომცემლები – გ. ჭელიძე (1912–13; 1914-ის NN 01–86; 1915); ბ. ჯაიანი (1914 NN 87–150).
1914 წ. 22 აგვისტოდან გამოდიოდა «გაზეთ „იმერეთის" დეპეშები» დღეში ორჯერ, დილასაღამოს, ქართ. და რუს. ენებზე. „ი-თან" თანამშრომლობდნენ ნ. ლორთქიფანიძე, ვ. წერეთელი, დ. ჩიანელი, გ. გველესიანი, ს. ქვარიანი, ა. პაპავა, ვ. კაკაბაძე, ი. გოგია, ტ. ჯაფარიძე და სხვ.