იმერეთის 157-ე ქვეითი პოლკი

იმერეთის 157-ე ქვეითი პოლკი, რუსული საიმპერატორო არმიის სამხედრო ერთეული. დაარსდა 1863 წ. 6 ნოემბერს სახელწოდებით „იმერეთის ქვეითი პოლკი". თავდაპირველად შედგებოდა სამი, ხოლო 1879 აპრილიდან – ოთხი ბატალიონისაგან.

1864 წ. 25 მარტს ეწოდა „იმერე­თის 157-ე ქვეითი პოლკი". თავი ისახელა 1877–78 რუსეთ-ოსმალეთის ომში. I, II და III ბატალიონებს ებოძათ წმ. გიორგის დროშა წარწერით – „ყარსის აღებისათვის 1877 წლის 6 ნოემბერს", ხოლო ჯარისკაცებს კი ქუდებზე ნიშანი წარწერით – „წარჩინებისათვის 1877 და 1878 წლების თურქეთის ომში".

ლიტ.: Хроника кавкაзских войск, в двух частях. Сост. А. Л. Гиззети, под ред. И.С. Чернявского, Тфл., 1896.

ო. ჟორდანია