„იმერი“

„იმერი“ (სააქციო საზოგადოება), ერთ-ერთი უძველესი სამკერვალო კომპანია სა­ქარ­თვე­ლო­ში. 1928 წ. 16 სექტემბერს სამკერვალო სახელოსნო „მაკრატლის" ბაზაზე (მდებარეობდა ა. წერეთლის ქ. N2) დაარსდა ქუთაისის N4 სამკერვალო ფ-კა. 1935 წ. აშენდა ფკის ახ. შენობა გეგუთის ქუჩაზე (ახლანდ. ლ. ასათიანის ქუჩა), ხოლო ძვ. შენობაში გაფართოვდა ინდივიდ. დაკვეთის საამქრო, რ-იც მომსახურებას უწევდა დას. საქართვე­ლოს მომხმარებლებს. ამავე წელს ფ-კას ეწოდა ს. მ. კიროვის სა­ხე­ლი. წლების განმავლობაში მის ბაზაზე შეიქმნა არაერთი ფილი­ალი (ზესტაფონი, ჭიათურა, ზუგდიდი, ალპანა, ტყიბული), რ-ებიც შემდეგ დამოუკიდებელ საწარმოებად ჩამოყალიბდა.

II მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ფ-კაში არაერთხელ ჩატარდა წარმო­ების გაფართოებისა და ტექ. გადაიარაღების სამუშაოები, აითვი­სეს და გამოუშვეს მრავა­ლი ახ. მოდელი. 1968 ივლისში ჩამოყა­ლიბდა ს. მ. კიროვის სახ. ქუთაისის N1 საწარმოო-სამკერვალო გაერთია­ნე­ბა, რ-შიც შევიდა ქუთაისის (სათავო საწარმო), ზესტაფონისა და ჭიათურის სამკერვალო ფ-კები. მოგვიანებით (1979) მათ შეუერთდა ლენტეხის ახლად დაარ­სე­ბუ­ლი სამკერვალო ფ-კა. საწარმოში იკე­რებოდა მამაკაცის, ქალისა და ბავშვის პალტოები, შალის, ბამბისა და ჯინსის შარვლები, ტყავის შემცვლელისგან – ქურთუკები და სხვა სამკერვალო ნაწარმი, რ-ებიც სა­ქარ­თვე­ლოს რნების გარდა იგზავნებოდა მოკავშირე რესპუბლიკებში, საექსპორტოდ კი – კუბასა და მოზამბიკში. ფ-კა მარაგდებოდა როგორც ადგილობრივი, ასევე მოკავშირე რესპუბლიკების და საზღვარგარეთის საწარმოებიდან შემოსული ქსოვილითა და სხვა დამხმარე მასალებით.

გასული საუკუნის 90-იან წლებში, ქვეყანაში განვითარებული მძიმე პოლიტ. და ეკონ. მდგო­მარე­ო­ბის მიუხედავად, ფ-კას ფუნქციონირება არ შეუწყვეტია. 1990-იდან, საწარმოო გაერთიანების დაშლის შემდეგ (1989), ფ-კას ეწოდა ქუთაისის სამკერვალო ფ-კა „იმერეთი", 1994-იდან ჩამოყალიბდა როგორც სააქციო საზ-ბა, სამკერვალო კომპანია „იმერეთი", ხოლო 2000-იდან ­კვლავ შეეცვალა სა­ხე­ლი და დაერქვა „ი."

საწარმო მთლიანად ქართ. კომპანიაა. აღჭურვილია მსოფლიოს სხვა­და­სხვა ქვეყნის (გერმანია, იაპონია, იტალია, ესპანეთი) ცნობილი ფირმების თანამედროვე მანქანა-დანადგარებით. ორიენტირებულია ძირითადად ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის კერვაზე. გამოშვებული პროდუქციის მნიშვნე­ლო­ვა­ნი ნაწილი გადის ექსპორტზე დას. ევროპის ქვეყნებში. „ი." თანამშრომლობს გერმ. კომპანია „ლე­ბეკთან" (1997-იდან), რ-იც მის ერთ-ერთ უ­მსხვილეს და უმთავრეს პარტნიორად ითვლება, აგრეთვე სხვა­და­სხვა იტალიურ ­ფირმასთან. სთავაზობს მათ ტანსაცმელს მათივე მოთხოვნების შე­სა­ბა­მი­სად პარტნიორთა მიერ შემოთავაზებუ­ლი მასალითა და ფურნიტურით. ფ-კა, უცხოური დაკვეთების გარდა, უშვებს (2011-იდან) ტანსაცმელს ად­გილ. ბაზრისათვის. პრო­დუქციის რეალიზაცია ხდება ფ-კის ტერიტორიაზე არსებულ და თბილისში გახსნილ საფირმო მაღაზიებში.

ლ. აბრამი­შვი­ლი