იმეროცეტუსი

იმეროცეტუსი (Imerocetus karaganicus Mchedlidze 1964), უკბილო ვეშაპების ნამარხი სახეობა შუა მიოცენიდან (დაახლ. 14–13 მილიონი წლის წინანდელი კარაგანული ასაკის დანალექი ქანებიდან).

ი-ის თავის ქალა და კიდურის ძვლები ნაპოვნია საჩხერის მუ­ნი­ცი­პალი­ტე­ტის სოფ. ჯალაურთაში. ი. მცი­რე ზომის ვეშაპია. მისი თავის ქალა სხვა ზედა მიოცენურ უკბილო ვეშაპებთან შე­და­რე­ბით ვიწროა და წაგრძელებული, მხრის ძვალი კი უფრო გრძელი. ეს და სხვა პრიმიტიული ნიშან-თვისებები ი-ს განასხვავებს მიოცენური ნამარხი ვეშაპებისგან. ი-ის ნამარხი ნაშთები მხო­ლოდ სოფ. ჯალაურთიდანაა ცნობილი.

ლიტ.: Мчедлидзе Г. А., Ископаемые китообразные Кавказа, Тб., 1964; მ ი ს ი ­ვ ე, Fossil Cetacea of the Caucasus, Wash., 1988 (D.C.: Smithsonian Institution Libraries and National Science Foundation).

მ. ბუხსიანიძე