იმერული დიალექტი

იმერული დიალექტი, ქარ­თული ენის დი­ა­ლექ­ტი, რომელზე­დაც მე­ტყვე­ლებს ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი კუთხის – იმე­რე­თის – მო­სახ­ლე­ო­ბა. „იმე­რე­თი" თავ­და­პირ­ვე­ლად ეწოდა სუ­რა­მის (ლი­ხის) ქე­დის იქი­თა (და­სავ­ლე­თის) მხა­რეს მთლი­ა­ნად, შე­სა­ბა­მი­სად, „იმე­რე­ლი" იყო და­ს. სა­ქარ­თვე­ლოს ყველა მცხოვ­რე­ბი. შე­მდეგ „იმე­რე­თის" მნიშ­ვნე­ლობა და­ვიწ­როვ­და და ერ­თი კუ­თხის სა­ხე­ლად იქ­ცა, ხო­ლო „იმე­რელ­მა" ეთ­ნ. ერ­თე­უ­ლის მნიშვნელო­ბა მიი­ღო.

გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად ეს მხა­რე ორ ნაწი­ლად იყო­ფა: ზე­მო და ქვე­მო იმერე­თად. ამის შე­სა­ბა­მი­სად იმე­რულ კი­ლო­ში გამო­ყო­ფენ ორ კი­ლო­კავს: ზ ე ­მ ო ­ი მ ე რ უ ლ ს (ხა­რა­გა­უ­ლი, სა­ჩხე­რე, ჭი­ა­თუ­რა, ზეს­ტა­ფო­ნი) და ქ ვ ე ­მ ო ­ი მ ე რ უ ლ ს (თერ­ჯოლა, ტყი­ბუ­ლი, ბაღ­და­თი, ვა­ნი, წყალ­ტუ­ბო, ხო­ნი, სამ­ტრე­დია). კი­ლო­კა­ვებს შო­რის სხვა­ობა იმდენად დი­დია, რომ ზო­გი მკვლე­ვარი მათ ცალ-ცალ­კე დი­ა­ლექ­ტე­ბად მი­იჩ­ნევდა (კ. კუბ­ლა­შვი­ლი), ზო­გი კი სა­ჭი­როდ თვლიდა შუ­ა­ი­მე­რულის ცალ­კე კი­ლო­კა­ვად გამო­ყოფას (ვ. ფან­ჩვი­ძე).

კი­ლო­კა­ვებ­ში გამო­ი­ყო­ფა რამ­დენი­მე თქმა: ზე­მო­ი­მე­რულ­ში – ხა­რაგა­უ­ლუ­რი, სა­ჩხე­რულ-ჭი­ა­თუ­რუ­ლი, ზეს­ტა­ფო­ნუ­რი; ქვე­მო­ი­მე­რულ­ში – თერ­ჯო­ლუ­რი, ოკ­რი­ბუ­ლი, ბაღდა­თუ­რი, ვა­ნუ­რი, სამ­ტრე­დი­უ­ლი, ხო­ნუ­რი.

ი. დ. გამო­ირ­ჩე­ვა რო­გორც ხმოვან­თა, ისე თან­ხმო­ვან­თა ფონეტ. ცვლი­ლე­ბე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით. მასში სპო­რა­დუ­ლად და­სტურ­დება ჲ, უ ბგერე­ბი, რ-იც ამა თუ იმ ფო­ნე­მის პო­ზი­ცი­ურ ნა­ირ­სა­ხე­ო­ბას წარმო­ად­გე­ნენ (შჲაჭ­რა, ძმაჲ, მოჲ, ჩუენ, მუაჭ­რა...). გა­ვრცე­ლე­ბუ­ლია რო­გორც ხმოვან­თა, ისე თან­ხმოვან­თა კონ­ტაქ­ტუ­რი ასი­მი­ლა­ცია (მი­უ­ტა­ნა → მ­უუ­ტა­ნა, შე­უყ­ვარდა → შოუყ­ვარ­და, ნემ­სი → ნეფსი, ტბა → ტპა...), დი­სი­მი­ლა­ცია (შე­აგ­დო → შიაგ­დო, ერ­თჯერ → ერ­თჯელ, წლე­ულს → წრე­ულს...), ხში­რია მე­ტა­თე­ზი­სის, აფ­რი­კა­ტიზა­ცი­ის, სუბ­სტი­ტუ­ცი­ის შე­დე­გად გამო­წვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი.

მახ­ვი­ლი ი. დ-­ში მკვეთ­რად განსხვა­ვე­ბუ­ლია კი­ლო­კა­ვე­ბი­სა და ზოგ­ჯერ თქმე­ბის მი­ხედ­ვი­თაც, მაგ­რამ ხერ­ხდე­ბა მეტ-ნაკ­ლე­ბად სა­ერ­თო ტენ­დენ­ცი­ის და­დგე­ნაც. ივა­რა­უ­დე­ბა, რომ ზე­მო­ი­მე­რულ­ში გვაქვს დი­ნა­მ. მახ­ვი­ლი ტო­ნუ­რი მახ­ვი­ლის ელე­მენ­ტე­ბით. ფრა­ზაში შე­მა­ვალ რო­მე­ლი­მე სი­ტყვა­ში, ხან­და­ხან ყო­ველ სი­ტყვა­შიც კი, ხმო­ვა­ნი გა­გრძე­ლე­ბუ­ლად წარმოით­ქმის და ტო­ნიც მაღ­ლდე­ბა: „ვისვავ ხო­მე წა­მალს და მი­რჩება". ქვე­მო­ი­მე­რულ­ში მახ­ვი­ლი მოუ­დის წი­ნა­და­დე­ბის ბო­ლო­კი­დუ­რი სი­ტყვის ბო­ლო­დან მე­ო­რე ხმოვანს, ხო­ლო მო­მდევ­ნო ხმო­ვა­ნი სუს­ტდე­ბა: „იმან არ იცო­და თხოვა". თა­ვი­სე­ბუ­რად გამო­ხა­ტუ­ლი მახვი­ლი ახა­სი­ა­თებს ოკ­რი­ბულს: წინა­და­დე­ბის ბო­ლო­კი­დუ­რი სი­ტყვის ბო­ლო­დან პირ­ვე­ლი ხმო­ვა­ნი ტონუ­რი მახ­ვი­ლის გამო გრძელდე­ბა, ბო­ლო­დან მე­ო­რე ხმო­ვანს კი მკვეთ­რი მახ­ვი­ლი მო­უ­დის: „ძლივს არ ამო­ვა­წიე ამ სი­ცხეში".

ი. დ-ში სა­ხელ­თა ბრუ­ნე­ბი­სას თავს იჩენს რი­გი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბანი: სა­ხე­ლო­ბით­ში ხმო­ვან­ფუ­ძი­ან სა­ხე­ლებ­თან გვაქვს -ი (ძმაი, ვინმეი...), ნა­თ. და მო­ქმ. ბრუნ­ვის -ის, -ით ნიშ­ნე­ბი ფუ­ძეს ვერ კვე­ცენ და არც თა­ვად რე­დუ­ცირ­დე­ბი­ან (დაის, ღე­ლე-ით...), მავ­რცობ ხმოვ­ნად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა -ა (ძმა­სა, ძმი­სა...) და -ი (ძმი­სი, ძმი­თი...), რ-ე­ბიც შეიძ­ლე­ბა და­ერ­თოს თან­დე­ბულ­საც (მაღ­ლი­და­ნა, მაღ­ლი­და­ნი...). თავი­სე­ბუ­რად იწარ­მო­ე­ბენ მრ. რიცხვის ფორ­მებს პი­რის ნაც­ვალ­სახე­ლე­ბი: ქვე­მო­ი­მე­რულ­ში გვაქვს: ეგე­ნი, ამ­გენ­მა, ამ­გენს და ა.შ., ზემო­ი­მე­რულ­ში – ესე­ნი, ამათ­მა // ემათ­მა, ამათ და სხვ. შე­ი­ნიშ­ნე­ბა მრავ­ლო­ბი­თის ორ­მა­გი წარ­მო­ე­ბის შე­მთხვე­ვე­ბიც: აგე­ნე­ბი, ეგე­ნე­ბი...

ზმნებ­ში მა- ზმნის­წი­ნი და­სტურ­დე­ბა მ-ს წინ (გა­მა­მიგ­ზავ­ნა, გამა­მი­ტა­ნა); რთუ­ლი ზმნის­წი­ნის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე-ს ნაც­ვლად გვაქვს შა- (შა­მე­ი­ტა­ნა). შე­ი­ნიშ­ნება III სუ­ბი­ექტ. პი­რის ნიშ­ნე­ბის უნი­ფი­კა­ცი­ის ტენ­დენ­ცია: წერ-ენ, წერდ-ენ, და­წერ-ენ; ჭრი-ენ, ჭრიდენ, დაჭრ-ენ.

ქვე­მო­ი­მე­რულ­ში მრავ­ლო­ბი­თობის გამო­სა­ხა­ტა­ვად გამო­ყე­ნე­ბულია -ყე (//-ყენ //-კენ, მო­რფე­მათა ზღვარ­ზე – -სკენ //-წყენ) და -არი­ენ //-ლა­რი­ენ ფორ­მან­ტე­ბიც (რ- ნა­რევ ფუ­ძე­ებ­თან -არი­ენ მეშვე­ლი ზმნის და­რთვი­სას ხდე­ბა დი­სი­მი­ლა­ცია: დამჟდა­რა­რი­ენ → დამჟდა­ლა­რი­ენ. -ლა­რი­ენ ელე­მენტი სხვა ფუ­ძე­ებ­თა­ნაც გამო­ვლინდე­ბა, რაც შე­დე­გია მი­სი და­მო­უ­კიდე­ბელ ფორ­მან­ტად გა­აზ­რე­ბი­სა: მო­დი-ლა­რი­ენ). ამ ფორ­მან­ტე­ბით გამო­ი­ხა­ტე­ბა მრავ­ლო­ბი­თო­ბა: ა) ობი­ექ­ტი­სა (გე­კუთ­ვნის­ყენ "გე­კუთვნით", გიც­დი­ლა­რი­ენ "გიც­დით"); ბ) პირ­და­პი­რი ობი­ექ­ტი­სა (ღმერთმა გა­ცო­ცხლოს­ყენ „გა­ცო­ცხლოთ"); გ) რე­ა­ლუ­რი სუ­ბ­ი­ექ­ტი­სა (უყ­ვარსყენ, უყ­ვარ­ლა­რი­ენ „უყ­ვართ"); დ) რე­ა­ლუ­რი ობი­ექ­ტი­სა (უყ­ვარ­ლარი­ენ „უყ­ვარს მას ისი­ნი"). გვაქვს და­მთხვე­ვე­ბი: „უყ­ვარ­ლა­რი­ენ" ნიშნავს – მათ ის, მას ისი­ნი, მათ ისი­ნი...

ი. დ-ს ახა­სი­ა­თებს თა­ვი­სე­ბუ­რება­ნი ზმნის დრო-კი­ლო­თა წარმოე­ბის მხრივ. აწ­მყო­ში თავს იჩენს ფუ­ძის გა­ერ­თფორ­მი­ა­ნე­ბის ტენდენ­ცია, ფუ­ძე რთულ­დე­ბა თე­მის ნიშ­ნე­ბით: წერ-ავ-ს, ტეხ-ავ-ს... ქარ­თლის მო­მიჯ­ნა­ვე რე­გი­ონში -ავ → -ამ, -ევ → -ემ პა­უ­ზი­სა და თან­ხმოვ­ნის წი­ნა პოზიციაში (თიბ-ამ-ს, ყეფ-ამ-ს, აძლ-ემ-ს...) და სა­პი­რის­პი­როდ, -ამ→ -ავ (ჩა­ასხავ-ს, იზ-ავ-ს...). ფუ­ძე­ში ხმო­ვან­მონაც­ვლე ზმნე­ბი პა­რა­ლე­ლურ ვა­რიან­ტებს გვიჩ­ვე­ნე­ბენ (კრეფ-ავ-ს // კრიფ-ავ-ს, კპეჩ-ავ-ს // კპიჩ-ავ-ს...). ფარ­თო გამო­ყე­ნე­ბი­საა მი­მღე­ო­ბის ფუ­ძი­სა­გან -ობ → -ოფ თე­მის ნიშნით ნა­წარ­მო­ე­ბი ზმნე­ბი (ხმა­რუ­ლოფ-ს, ტა­ნუ­ლ-ოფ-ს...).

ი. დ-ში აწ­მყო-მყო­ფა­დის ფორმებ­ში ხში­რია თე­მის ნი­შან­თა შენაც­ვლე­ბის შე­მთხვე­ვე­ბი: -  ებ → -ი (აძა­ლის, აბ­რა­ლის), -  ი → -ობ (შეფე­რობს → შე­ფე­როფს), -  ებ → -ობ (ღრი­ა­ლობს, ფრი­ა­ლობს), ფონეტ. სა­ფუძ­ველ­ზე -  ევ → -ოვ (ამ­ტროვ-ს)...

თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა სტა­ტ. ზმნე­ბის ფორ­მა­თა წარმოე­ბა ზე­მო­ი­მე­რულ­სა (ჯდია, წვია, დვია) და ქვე­მო­ი­მე­რულ­ში (ჯდანა, დე­ნა „დევს"...). ფარ­თო­დაა გა­ვრცე­ლე­ბუ­ლი მეშ­ველზმნი­ა­ნი წარმო­ე­ბა (ვჯდან­ვარ, ვგდი­ვარ, ვყვი­რი­ვარ, ვშვე­ნი­ვარ, ვგო­რა­ვარ, ვჩქა­რობ­ვარ...). ნამ­ყო ძი­რი­თადში ზოგ ზმნას­თან I და II პი­რის ფო­რ­მებ­ში -  ე სუ­ფიქ­სის ნაც­ვლად გვხვდე­ბა -  ი (და­ვა­პი, და­აპი...) ან -  ევ-ი → -  ე-ი, უპი­რა­ტე­სად ზე­მოი­მე­რულ­ში (ვი­ყი­დე­ვი // ვი­ყი­დეი, მო­ვიყ­ვა­ნე­ვი // მო­ვიყ­ვა­ნეი...). II კავ­ში­რე­ბი­თის წარმო­ე­ბა­ში ჩნდე­ბა უნი­ფი­კა­ცი­ის ტენ­დენ­ცია. ქვე­მო­იმე­რულ­ში უპი­რა­ტე­სო­ბა ენი­ჭე­ბა -  ე ფორ­მანტს (დე­იხ­ჩვეს „და­იხჩოს", დე­იდ­ვეს „და­ი­დოს"), ზე­მოი­მე­რულ­ში – ო-ს (წა­ხვი­დო „წახვი­დე", გე­დე­ვი­დოს „გადა­ვი­დეს"). უნი­ფი­კა­ცია თავს იჩენს III სე­რი­ის ფორ­მა­თა წარმო­ე­ბის დრო­საც. I შე­დე­გო­ბით­ში ძი­რი­თა­დია -  ი დაბო­ლო­ე­ბი­ა­ნი წარმო­ე­ბა (მო­უკ­ლია, დო­უ­ბია...). ქვე­მო­ი­მე­რუ­ლი­სა­თვის და­მა­ხა­სია­თე­ბე­ლია ე. წ. IV სე­რი­ის ფორ­მა­თა წარმო­ე­ბა, რაც ძი­რი­თადად III პირ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა (მი­ნავა­ლა, მი­ნა­ვა­ლი­ყო, მი­ნა­ვა­ლი­ყოს, ნაყ­ვა­რე­ბა, ნაგ­დე­ბა, ნათ­ბო­ბა...).

ი. დ-­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ძი­რი­თა­დი სინ­ტაქ­სუ­რი მო­ვლე­ნები­დან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მსა­ზღვრელის სახ. ბრუნ­ვის ფორ­მით გამოყე­ნე­ბა ყვე­ლა ბრუნ­ვა­ში (დი­დი ბოვშ­მა, დი­დი ბოვშს..). ზოგ­ჯერ მსა­ზღვრე­ლი გვხვდე­ბა ფუ­ძის სახითაც (დიდ ბოვშ­მა). აქ­ტ. სე­მანტი­კის გა­მო­მხატ­ველ გარდა­უ­ვალ ზმნა­თა II სე­რი­ის ფორ­მებ­თან სუბი­ექ­ტი წარ­მო­დგე­ნი­ლია ­მოთხრ. ბრუნ­ვის ფორმით (ბიჭ­მა მე­ვი­და; გა­მე­ემ­შვი­დო­ბა ამ კაც­მა...). ეს მოვლე­ნა უფ­რო ხში­რად ქვე­მო­ი­მერულ­ში იჩენს თავს და მეგ­რულთან უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტის შე­დე­გი უნ­და იყოს.

ი. დ-­ში უხ­ვა­დაა წარმო­დგე­ნი­ლი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო და სა­მე­ურ­ნეო და­რგობ­რი­ვი ლექ­სი­კის დი­ა­ლექტუ­რი ნა­ირ­სა­ხე­ო­ბა­ნი. გამო­ი­ყო­ფა არ­ქ. ფე­ნა, ეთნოგრ. თა­ვი­სე­ბუ­რებე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ლექ­სი­კა, ზა­ნიზმე­ბი.

ი. დ-ის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნი ასა­ხულია XV–XVI სს. სი­გელ-გუ­ჯ­რებ­ში, რაც დი­ა­ლექ­ტის ისტ. თვალ­საზრი­სი­თ შე­სწავ­ლის შე­საძ­ლებ­ლობას იძლე­ვა.

ლიტ.: გაჩეჩილაძე პ., იმე­რუ­ლი დი­ა­ლექ­ტის ხა­ნურ-ზეგ­ნუ­რი მე­ტყვე­ლება, – „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება", 1956, ტ. 8; გიგინეიშვილი ი., თოფურია ვ., ქავთარაძე ი., ქარ­თუ­ლი დი­ა­ლექ­ტო­ლო­გია, I, თბ., 1961; კახაძე ო., ოკრიბულის თავისებურებანი, „­იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება", 1954, ტ. 6; კუბლაშვილი კ., ქარ­თუ­ლი ენის ქვე­მო­ი­მერუ­ლი დი­ა­ლექ­ტი, თბ., 1985; ნოზაძე ლ., კავ­ში­რე­ბი­თის ფორ­მა­თა წარმო­ებისა­თვის ზე­მო­ი­მე­რულ­ში, «იკე», XXV, თბ., 1986; ფანჩვიძე ვ., მრავლობითი რიცხვის აღნიშვნისათვის ზმნაში იმერუ­ლი კილოს მიხედვით, „საქართვ. მეცნ. აკადემიის მოამბე", 1945, ტ. 6, N10; ძიძიგური შ., იმე­რუ­ლი დია­ლექ­ტი, წგ.: ქარ­თუ­ლი დი­ალექ­ტო­ლო­გი­უ­რი ძი­ე­ბა­ნი, თბ., 1970; ძოწენიძე ქ., ზე­მო­ი­მე­რუ­ლი კი­ლო­კავი (ენობ­რი­ვი მიმო­ხილ­ვა და ტექ­სტე­ბი), თბ., 1973; ჯორბენაძე ბ., ქართუ­ლი დი­ა­ლექ­ტო­ლო­გია, I, თბ., 1989.

ნ. ჭუმ­ბუ­რი­ძე