იმერხეული დიალექტი

იმერხეული დიალექტი, კლარჯუ­ლი, ქარ­თუ­ლი ენის დი­ა­ლექტი. შემო­რჩე­ნი­ლია ისტ. შავ­შეთ-კლარ­ჯე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მდინა­რე­ე­ბის – იმერ­ხე­ვი­სა და შავ­შეთის­წყლის აუ­ზებ­ში (მდ. ჭო­რო­ხის ხე­ო­ბა­მდე). ამ­ჟა­მად თურ­ქე­თის საზღვრებ­შია.

ტერ­მ. „ი. დ." ქართ. დი­ა­ლექტო­ლო­გი­ა­ში დამ­კ­ვიდ­რ­და იმ ძირი­თა­დი გე­ოგრ. ად­გი­ლის მი­ხედვით, სა­დაც დღეს იმერხეული მეტყ­ვე­ლე­ბაა გავრცე­ლე­ბუ­ლი, თუმ­ცა საქ­მის რე­ა­ლურ ვი­თა­რე­ბას უფ­რო კლარ­ჯუ­ლი (ან შავ­შურ-კლარ­ჯული) შე­ე­ფე­რე­ბა. იმერხეულად მეტყ­ველ­თა შო­რის ორი ფე­ნა გა­მო­იყო­ფა: ტაო-კლარ­ჯე­თის ძირ­ძ­ვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის შთა­მო­მა­ვალ­ნი და აჭა­რა-მეს­ხე­თი­დან XIX ს. მუ­ჰა­ჯირე­ბად წა­სუ­ლ ქარ­თ­ველ­თა შთამო­მა­ვალ­ნი. ამათ შო­რის ენობ­რივ სხვა­ობას მეც­ნი­ე­რე­ბიც ამ­ჩ­ნე­ვენ და თვით მო­სახ­ლე­ო­ბაც.

იმერხეულის დი­ა­ლექ­ტო­ლოგი­ურ სა­ხეს ორი ფაქ­ტო­რი გა­ნაპი­რო­ბებს: სა­ქარ­თვე­ლოსა­გან ამ კუთ­ხის ხან­გრძლი­ვი მოწ­ყ­ვე­ტი­თ გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ფო­ნე­ტ.-გრამატ. არ­ქა­იზ­მე­ბი და თურ­ქ. გა­რე­მო­ში ასე­ვე ხან­გრძლი­ვი ცხოვ­რე­ბით გაჩე­ნი­ლი უამ­რა­ვი ლექ­სი­კუ­რი ნასეს­ხო­ბა.

შ. ფუტ­კა­რა­ძე ადას­ტუ­რებს ი. დ-ის შიგ­ნით კი­ლო­კა­უ­რად განს­ხვა­ვე­ბულ ხუთ ნა­ირ­სა­ხე­ო­ბას: მუ­ჰა­ჯი­რი ქარ­თ­ვე­ლე­ბის შთა­მომა­ვალ­თა მეტ­ყ­ვე­ლე­ბას ბურ­სის ვილა­ი­ეთ­ში, ქ. ინე­გო­ლი­სა და ინეგო­ლის რ-­ნის სოფ­ლებ­ში; ტა­ოს ქარ­თ. მეტ­ყ­ვე­ლე­ბას ისტ. ტა­ოს სოფ­ლებ­ში; იმერხეულ მეტყველებას მდ. იმერ­ხე­ვის აუზ­ში შე­მა­ვალ სოფ­ლებ­ში; ლი­ვა­ნუ­რ მეტ­ყ­ვე­ლებას ბო­რ­ჩ­ხი­სა და მურ­ღუ­ლის რ-­ნების სოფ­ლებ­ში; მა­ჭახ­ლუ­რ მეტყველე­ბას ზე­და მა­ჭახ­ლის სოფ­ლებ­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ფონეტ. თა­ვისებუ­­რე­ბე­ბი: და­ცუ­ლია ჴ (ჴელი „ხე­ლი", ჴარი „ხა­რი"). გვხვდე­ბა უ (დე­კეული, ბეური, ყაუს „ჰყავს"), და­სტურ­დება ჲ რო­გორც ი-ს რეფ­ლექ­სი (ანაჲ –„დე­და", ფენ­ჯე­რეჲ – „ფან­ჯა­რა", ფენ­ჯე­რაჲს – „ფან­ჯრის", წაჲ – „წა­დი", აჲ – „ადი"). გა­ვრცე­ლე­ბულია ხმო­ვან­თა რეგ­რე­სუ­ლი ასი­მილა­ცია (და­ე­ძი­ნა > დე­ე­ძი­ნა, და­უ­ძახა > დო­უ­ძა­ხა); ბო­ლო­კი­დუ­რ პო­ზიცი­ა­ში დი­სი­მი­ლა­ცი­ით აე > ეე > იე (თმაები > თმეები > თმიები); ნა­წილობ­რი­ვი ასი­მი­ლა­ცი­ით იც­ვლე­ბა აი კომპ­ლექ­სი (და­ი­ჭი­რა > დე­ი­ჭირა); რეგ­რე­სი­უ­ლი დის­ტან­ცი­უ­რი ასი­მი­ლა­ცი­ის შე­მთხვე­ვე­ბი (დე­იჭე­დე­ბი­ან > „და­ი­ჭიდე­ბიან"). ოა, ოე, ეა კომ­პლექ­სებ­ში ხდე­ბა დისი­მი­ლა­ცია (მოვა­თა­ვე > მო­ა­თა­ვე > მუ­ა­თა­ვე, მო­ვე­ლი > მო­ე­ლი > მუელი, შე­ა­ქო > ში­ა­ქო). ხდება მჟღე­რი აფ­რი­კა­ტე­ბის დე­ზაფ­რი­კა­ტი­ზა­ცი­ა (ჩა­ზვრა, გო­უ­ზა­ხა). ვე და ვი კომპლექ­სე­ბი იც­ვლე­ბა შე­სა­ბა­მი­სად ო და უ ხმოვ­ნე­ბით (ზო­ლი – „ძველი", სირ­ცხუ­ლი – „სირ­ცხვი­ლი").

მორფოლ. თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნი: ხმოვან­ზე ფუ­ძე­და­ბო­ლო­ე­ბუ­ლი სა­ხე­­ლე­ბი სა­ხ. ბრუნ­ვა­ში და­ირ­თა­ვენ – ი // -ჲ-ს (ანაჲ–„დე­და", ბა­ბოჲ – „მა­მა", გი­დე­ლაჲ–„გი­დე­ლი"); მო­თხ­რო­ბით­ში ამ ტი­პის სა­ხე­ლებთან გა­ჩნდე­ბა -მა (ანამა, ბა­ბო­მა). მავ­რცობ ხმოვ­ნად და­სტურ­დება -ა (მი­რზა­სა) და -ი (მი­რზა­სი). გვხვდე­ბა -დამ თან­დე­ბუ­ლი (ქვე­შედამ „ქვე­ში­დან"). რე­ა­ლუ­რი სუ­ბიექ­ტის მრავ­ლო­ბი­თო­ბა გამო­ი­ხა­ტება -ან // -ენ ფორ­მან­ტე­ბით (აქან –„აქვთ", ძინუან – "სძი­ნავთ", უქნი­ან –„უქ­ნი­ათ"). -ავ და -ამ თემის ნიშ­ნე­ბი გა­ხმო­ვა­ნე­ბას იც­ვლიან ნამ­ყო უს­რულ­სა და მას­ზე დაფუძ­ნე­ბულ მწკრი­ვებ­ში (მა­ლევ­და „მა­ლავ­და"). ამა­ვე თე­მის­ნიშ­ნი­ან ზმნა­თა­გან ვნე­ბი­თი არ­ქ. წე­სით იწარ­მო­ე­ბა (იმალ­ვის, იბ­მის).

სინ­ტაქ­სუ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნი: „ეში­ნია" ტი­პის ზმნებ­თან და­ცულია ძვ. ქარ­თუ­ლი­სე­ბუ­რი კონსტრუქ­ცია: ჩი­ტი­დამ მე­ში­ნო­და, „ჩი­ტის­გან მე­ში­ნო­და – ჩი­ტი­სა მე­ში­ნო­და". აქ­ტ. სე­მან­ტი­კის გა­რდა­უ­ვა­ლი ზმნე­ბის II სე­რი­ის „ორმე­ბთან ქვემ­დე­ბა­რე და­სმუ­ლია ­მოთხრ. ბრუნ­ვა­ში: წეუდა კაცმა. „და­უ­ძა­ხა" ზმნას­თან ობი­ექტი დგას სა­ხ. ბრუნ­ვა­ში: დუ­უ­ძა­ხა ქე­ლოღ­ლა­ნი –„და­უ­ძა­ხა ქე­ლოღლანს".

ლექ­სი­კა­ში შე­ნა­ხუ­ლია არ­ქ. ფენა, ქარ­თ. ლექ­სი­კა კარ­გა­დაა დაცუ­ლი სას.-სა­მ. ტერ­მი­ნო­ლო­გი­ა­ში. შე­ი­ნიშ­ნე­ბა დი­ა­ლექ­ტუ­რი ინო­ვაცი­ე­ბი: მრავლადაა თურ­ქ. ნა­სეს­ხობა­ნი, თით­ქმის მთლი­ა­ნად თურ­ქულია ნა­თე­სა­ო­ბის ტერ­მი­ნო­ლო­გია. ტო­პო­ნი­მი­კა ქარ­თუ­ლია. სი­ტყვებიც კი, რ-ებიც ცო­ცხალ მე­ტყველე­ბა­ში აღა­რ იხ­მა­რე­ბა, და­ცუ­ლია ტო­პო­ნი­მი­კა­ში (ბოს­ლი­ე­თი – ბოსელს „ახო­რი" ჰქვია; ვა­კი­ე­თი – ვა­კეს „დუ­ზი" ჰქვია).

ლიტ.: გიგინეიშვილი ი., თოფურია ვ., ქავთარაძე ი., ქართული დი­ა­ლექ­ტო­ლო­გია, I, თბ., 1961; ფუტკარაძე შ., ჩვე­ნე­ბუ­რე­ბის ქარ­თული, ბა­თ., 1993; Марр Н. Я., Дневник поездки в Шавшетию, «Текс­ты и разыскания по армяно-грузинской филологии», VII, СПб., 1911.

გ. ცო­ცა­ნი­ძე