იმნათის ტბა, ტბა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, გურიის დაბლობზე. ზ. დ. 0,6 მ, სარკის ფართ. 0,06 კმ², აუზის ფართ. 0,48 კმ², უდიდესი სიღრმე 2 მ. წყალი მტკნარია. საზრდოობს წვიმის წყლით.
ტბაში ბინადრობს ლოქო, წვერა, ქორჭილა და სხვა სახეობის თევზი.
ი. აფხაზავა