იმპორტი (ინგლ. import <ლათ. importo – შემომაქვს), საქონლის, კაპიტალის, სამუშაოს, მომსახურების, ინტელექტუალური საქმიანობის პროდუქტების და სხვ. შემოტანა ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე, საზღვრის გადაკვეთით, უკან გატანის ვალდებულების გარეშე (იხ. აგრეთვე საგარეო ვაჭრობა).