ინალ-იფა შალვა დენისის ძე

ინალიფა შალვა დენისის ძე (20. X. 1914, სოფ. გუფი, ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოლქი, ახლანდ. ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის არ, – 22. IX. 1995, სოხუმი), აფხაზი ეთნოგრაფი. აფხაზეთის არ-ის მეცნ. დამს. მოღვაწე (1964). ისტ. მეცნ. დოქტორი (1963), პროფესორი (1966).

დაამთავრა მ. გორკის სახ. სოხუმის პედ. ინ-ტი (1941). 1946-იდან მუშა­ობ­და ქ. სოხუმის დ. გულიას სახ. ენის, ლიტ-რისა და ისტ. ინ-ტში, 1958-იდან იყო ამავე ინ-ტის ისტორიისა და ეთნოგრ. ­განყ-ბის გამგე, 1968-იდან – დირექტორის მოადგილე.

ი-ს ძირითადი შრომები ეხება აფხაზთა ყოფისა და კულტ. პრობლემებს.

თხზ.: Очерки по истории брака и семьи у абхазов, [Сух.], 1954; Абхазы (Историко-этнографические очерки), 2 изд., [Сух.], 1965; Страница исторической этнографии абхазов, Сух., 1971; Вопросы этно-культурной истории абхазов, Сух., 1976