ინაშაური

ინაშაური, სოფელი ვანის მუ­ნიცი­პა­ლი­ტე­ტის ამაღლების თემში (იმერეთის რეგიონი), მდ. კვინის­­ წყლის (რიონის ­მარცხ. შენაკადი) ­ნაპირას. ზ. დ. 200 მ, ვანიდან 12 კმ. 509 მცხ. (2014). ი-ში არის გოგირდოვანი მინერ. წყალი.

მოხსენიებულია ი. გიულდენშტედ­ტთან. გვიანდ. ფეოდ. ხანაში ი. თავდაპირველად სალომინაოს, შემდეგ სალომინაოს ბაზაზე ჩამოყალიბებული საერისთავოს შემადგენლობაში შედიოდა.

თ. ბერაძე