ინაძე მერი პლატონის ასული (9. X. 1928, თბილისი, – 21. V. 2012, იქვე), ისტორიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1968). 1944–49 სწავლობდა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტზე. 1952–2006 მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინ-ტის ძვ. ისტორიის განყ-ბაში. 1968 დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ძველი კოლხეთის შავიზღვისპირა ქალაქები".
ი. იკვლევდა ანტ. ხანის ისტორიის საკითხებს. მისი ნაშრომები ეხება ძველი კოლხეთის სახელმწიფოს წარმოქმნასა და განვითარებას, ქალაქებსა და სატაძრო ცენტრებს, სავაჭრო ურთიერთობებს, შავიზღვისპირეთის ბერძნ. ახალშენებს, ელინიზმის გავლენას სამხრ. კავკასიაში და სხვა.
1997 მიენიჭა ს. ჯანაშიას სახ. პრემია.
თხზ.: აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ბერძნული კოლონიზაცია, თბ., 1982; ძველი კოლხეთის საზოგადოება, თბ., 1994; ძველი კოლხეთის ისტორიის საკითხები, თბ., 2009; Причерноморские города древней Колхиды, Тб., 1968.