ინგირი (1938-მდე – ჯოღე ჯიანი), სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი), ოდიშის დაბლობზე, მდ. ჩხოუშის (ჯუმის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: ი., ოირემე). რკინიგზის სადგური. ზ. დ. 70 მ, ზუგდიდიდან 5 კმ. 4,0 ათ. მცხ. (2014).