ინდი-მინდი, პოპულარული ქართული (გურული) ხალხური სიმღერა. ასრულებს ტრიო სამხმიან გადაძახილთან ერთად. გამორჩეულია იმით, რომ მთავრდება კვარტკვინტაკორდით, რაც ქართ. სასიმღერო ფოლკლორისთვის იშვიათობაა.
ლიტ.: არტემ ერქომაიშვილის სანოტო კრებული, შემდგ. ანზ. ერქომაიშვილი, თბ., 2005.
ნ. კალანდაძე