ინკითის ტბა, ტბა ბიჭვინთის კონცხზე, გაგრის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (აფხაზეთის არ). ზ. დ. მინუს 0,8 მ, ტბის სარკის ფართ. 0,40 კმ², უდიდესი სიღრმე 3,2 მ, წყლის მოცულობა 810 მ³. ადრე ტბიდან ნაკადული გაედინებოდა, წყალი მტკნარი იყო. ამჟამად ტბის დონის ხელოვნურად დაწევის გამო ტბაში ზღვის წყალმა დაიწყო ჩაჟონვა და წყლის მარილიანობა 5 გრ/ლ-მდე გაიზარდა. ი. ტ-ში რამდენიმე სახეობის თევზია.
ი. აფხაზავა