ინტალიო (იტალ. intaglio – ჭრა, კვეთა), ძვირფასი ჭრილი ქვა (გემა), რ-ზედაც გამოსახულება სიღრმეშია ამოკვეთილი. ი-ს ძირითადად კუთვნილების დამადასტურებელ ბეჭდად იყენებდნენ. გაჩნდა ძვ. წ. IV ათასწლეულში (ძვ. აღმ. ქვეყნები), ფართოდ გავრცელდა ანტ. ეპოქაში.
გამოიყენებოდა ანტ. პერიოდის საქართველოში, განსაკუთრებით კი შუა საუკუნეებში. გვხვდება საბეჭდავების სახითაც. იხ. აგრეთვე სტ. გლიპტიკა.