„ინტელექტი“, გამომცემლობა. დაარსდა 1994 თბილისში (ხელმძღვ. – კ. კუდავა). „ი-ს" აქვს რამდენიმე საავტორო სერია, მათ შორისაა: „ნობელის პრემიის ლაურეატები", „100 ლექსი", "ჩანაწერები", "ერთი შედევრის ყველა ქართული თარგმანი" და ა. შ. ამ სერიებით გამოიცა როგორც ქართულ ენაზე შექმნილი, ასევე სხვა ენებიდან თარგმნილი თანამედროვე და კლასიკური პოეზიისა და პროზის არაერთი ნიმუში.
„ი." გამოსცემდა სახელმძღვანელოებს ქართულენოვანი და არაქართულენოვანი სკოლებისათვის, ყოველთვიურ სალიტ. ჟურნალ „ქართულ მწერლობას".
„ი-თვის" მნიშვნელოვანი პროფილებია: სამეცნ.-პოპულ. ლიტერატურა, ლექსიკონები და საბავშვო ლიტ-რა.
თ. დოლიძე