გოდორი, წნელით, ზოგჯერ ტკეჩით მოწნული მაღალი, ყურიანი, მრგვალი ან ოთხკუთხედი ჭურჭელი. იყენებენ ხილის, ბოსტნეულის, ჩაის ფოთლის, საქონლის საკვებისა და სხვათა გადასაზიდად. ზოგ მაღალმთიან რეგიონში (მთიულეთი) მარცვლეულის შესანახად ხმარობენ თიხით ამოლესილ გ-ს. გ-ის ტევადობა სხვადასხვაა (უმეტესად 2–15 ფუთი).
ლ. ფრუიძე