„ინტრონიზაცია“

„ინტრონიზაცია“ (შპს), ხუთ­ვარს­კვლა­ვი­ა­ნი სასტუმრო ბათუმში. აშენდა 1939 (არქიტ. ა. შჩუსევი) წმ. ალექსანდრე ნეველის მართლმადიდებელი ტაძრის ფუნდამენტზე (ტა­ძა­რი მოქმედებდა XIX ს. ბოლოდან 1936-მდე, ვიდრე მას საბჭ. პერიოდში დაანგრევდნენ). თავისი არსებობის განმავლობაში სასტუმრო 2-ჯერ გადაკეთდა – 1979–80 და 2005–06 წლებში. 2004-იდან სასტუმრო „ინტურისტი" ჩამოყალიბდა შპს-დ და ეწოდა „ი. პ.".

სასტუმრო ­ხუთსართულიანია, მდე­ბარეობს ბათუმის ­ცენ­ტრში, ბულ­ვარიდან და ­ზღვის სა­ნაპიროდან რამ­დე­ნი­მე წუთის სავალზე. შენობის ფასადი თავისი ნახევარწრიული ფორმით საინტერესოდ არის გადაწყვეტილი. სას­ტუმ­როში განთავსებულია 145 ნომერი (ერთადგილიანი და ორადგილიანი ოთახები, ლუქსი, პრემიერისა და პრეზიდენტის ნომრები); გარდა ამისა – 4 რესტორანი, ღვინის სახლი, 3 საკონფერენციო დარბაზი, სპა ცენტრი, ღამის კლუბი და სამორინე, მინი ბარი, სილამაზის სალონი, ფიტნესცენტრი, ღია და დახურული საცურაო აუზები და სხვა სახის დანიშნულების საყოფაცხოვრებო ობიექტები.