ინწობა

ინწობა, მდინარე აღმოსავლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, მდ. ალაზნის ­მარცხ. შენაკადი. სათავეს იღებს კა­ხე­თის კავკასიონის სამხრ. კალთა­ზე. სიგრძე 22 კმ, აუზის ფართ. 83 კმ² საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალ­მცირობა – ზამთარში, წყალმოვარდნა – ზაფხულსა და შე­მოდგო­მაზე. ქვემო დინებაში ი-ს სარწყავად იყენებენ.

ი. აფხაზავა