იოაკიმე მღვდლის ელჩობა

იოაკიმე მღვდლის ელჩობა რუსეთში 1586–87, კა­ხე­თის სამეფოს ელჩობა რუსეთში.

ალექსანდრე II-მ კახეთიდან უკან დაბრუნებულ დანილოვის ელჩობას თან გააყოლა თავისი ელჩები: იოაკიმე მღვდელი, კირილე ბერი და ჩერქეზი ხურშიტა. 1586 ოქტომბერში ელჩები წარუდგნენ რუს. ხელმწიფეს. ალექსანდრე II-ის სახელით ისინი რუსეთისაგან ითხოვდნენ მდ. თერგზე ციხის აგებას და იქ ჯარის ჩაყენებას; თერგიდან სა­ქარ­თვე­ლოსკენ მომავალი გზის დაკავებას, რ-იც საშამხლოზე გადიოდა; კა­ხე­თის სამეფოს მფარველობაში ­მიღებას და გარეშე მტერთაგან დაცვას. მოლაპარაკების დამთავრების შემდეგ ­ქართვ. ელჩები კახეთში დაბრუნდნენ. მათ თან ჩამოჰყვათ რუსი ელჩები ბირკინის მეთაურობით (იხ. ბირკინის ელჩობა კახეთში).

ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ნ., სა­ქართვე­ლოს ისტორიის საკითხები, წგ. 4, თბ., 1967.

ვ. მაჭარაძე