იოანე II

იოანე II, ქართლის კათოლიკოსი დაახლ. VII ს. 20-იანი წლების ბოლოს, ადარნასე ბაკურის ძის ერის­მთავრობის დროს.

­„ქართლის ცხოვრების" ჩანართი ტექსტის ცნობა შეცდომით ი. II-ს ­მიაწერს იოანე გუთელის ეპისკოპოსად კურთხევას. „მოქცევაჲ ქართლისაჲს" მიხედვით, ადარნასეს დროს გარდაიცვალა სამი კათოლიკოსი: „ერისთავობდა ადარნასე, და მისაზე სამნი კათალიკოზნი იცვალნეს: იოვანე, ბაბილა, თაბორ".

წყა­რო: მოქცევაჲ ქართლისაჲ, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტე­რა­ტუ­რის ძეგლები, წგ. 1, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1963; ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩი­შვი­ლის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.

ლიტ.: სა­ქარ­თვე­ლოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000.

ბ. ლომინაძე