იოანე V

იოანე V (ო ქ რ ო პ ი რ ი), სა­ქართვე­ლოს ­კათოლიკოს-პატრიარქი დაახლ. 1033–49. ადრე მოღვაწეობდა კალიპოსსა და ათონის მონასტრებში იოანე და ექვთიმე მთაწმინდელებთან. იგი კარგი მქადაგებელი ყოფილა, ამიტომაც უწოდებიათ ოქროპირი.

სა­ქართვე­ლოს ეკლესიის ისტორიაში ცნო­ბილია „ოქროპირად" წოდებული რამ­დე­ნი­მე კათოლიკოსი. ი. V მეორე ოქროპირია [სტ-ში გიორგი III (ტ ა ო ე ლ ი) ნახსენებია როგორც ი. II, რ-შიც იგულისხმება არა ნუმერაციით მეორე კათოლიკოს-პატრიარქი, არამედ რიგით მეორე „ოქროპირი"]. ი. V-ს დაუმტკიცებია მელქისედეკ კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მცხე­თის სვეტიცხოვლისათვის ბოძებული "და­წე­რი­ლი", აუგია ფოკის (ისტ. ჯავახეთი) ეკლესია, რ-ის სამშ. წარწერაში თვითონაა მოხსენიებული. ანტონ I-ის „წყობილსიტყვაობაში" ი. V. დახასიათებულია როგორც გამოჩენილი საეკლ. მოღვაწე.

ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ნ., მცხეთის საბუთი XI საუკუნისა, წგ.: საქარ­თვე­ლოს ისტორიის საკითხები, წგ. 4, თბ., 1967; ც ი ს კ ა რ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ვ., ჯავახეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყა­რო, თბ., 1959.