იოანე IX

იოანე IX (ა ვ ა ლ ი ­შ ვ ი ­ლ ი), აღმოსავლეთ სა­ქარ­თვე­ლოს კათოლიკოს-პატრიარქი 1612–16, მწიგნობარი, კალიგრაფი, მხატვარი. კათოლიკოსობამდე საფარის მონას­ტრის წინამძღვარი იყო, შემდგომში – ქვათახევის მონასტრის წინამძღ­ვარი, მოგვიანებით ქართლის მთავარეპისკოპოსობა უბოძეს.

ი. IX და მისი ძმა ზაქარია დაახლოებული იყვნენ ქართლისა და კა­ხე­თის სამეფო ოჯახებთან. 1614, აბას I-ის აღმ. სა­ქარ­თვე­ლო­ში შემოსევის დროს, იმე­რეთ­ში გაიხიზნა და დიდხანს მალაქია II-თან ცხოვრობდა, გარდაიცვალა იქვე. 1609 ი. IX-ს თეიმურაზ I-ის დედის – ქეთევან დედოფლის დაკვეთით გადაუწერია და აშიებით შეუმკია ლოცვან-დაუჯდო­მელი. ერისკაცობის დროს მასვე გადაუწერია და მხატვრულად გაუფორმებია „ვეფხისტყაოსანი".

წყა­რო: ჟორდანია  თ., ქრონიკები და სხვა მასალა სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიისა და მწერლობისა, წგ. 2, ტფ., 1897; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970.

ლიტ.: კ ა კ ა ბ ა ძ ე  ს., ვეფხისტყაოსნის 1600 წლის ახლოდროინდელი მხატვ­რული ხელნაწერი, «საისტორიო მოამბე», 1925, [ტ.] 2.

ბ. ლომინაძე