იოანე X (დ ი ა ს ა მ ი ძ ე) (გ. 1700), აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1688–92, 1695–1700. ერეკლე I-მა ნიკოლოზ კათოლიკოსი გადააყენა და მის ნაცვლად თავისი ბიძა, იოანე, დანიშნა.
ი. X კათოლიკოსად კურთხევამდე რუსთავის მიტროპოლიტი იყო. ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს: „არა იცვალებოდნენ კათალიკოზი და ეპისკოპოსნი საყდართა თჳსთაგან. ამან შესცვალა და დასხნა თჳსნი, კათალიკოსად დიასამიძე იოანე, მთავარეპისკოპოსად ნაცვლიშვილი, ტფილელად ყაფლანისშვილი დომენტი, მანგლელად ჯავახიშვილი იოსებ". ი. X. მხარს უჭერდა ერეკლე I-ს გიორგი XI-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ზრუნავდა მცხეთის საპატრიარქო ეკლესიის ეკონ. გაძლიერებისათვის. 1692 დავითგარეჯის მონასტერს მცხეთის შემოსავლიდან დაუწესა ყოველწლიური ულუფა-ჯამაგირი სურსათის სახით.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970.
ლიტ.: ლ ო მ ი ნ ა ძ ე ბ., მასალები საქართველოს XVI–XVIII საუკუნეთა ქრონოლოგიისათვის, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», ნაკვ. 29, თბ., 1951.
ბ. ლომინაძე