იოანე XXII

იოანე XXII (Ioannes), ერისკაცობაში – ჟაკ დიუეზი (Jacques Duéze) (დაახლ. 1244 ან 1249, კაპორი, – 4. XII. 1334, ავინიონი), რომის პაპი 1316–34. პაპის ტახტი დაიმკვიდრა ავინიონში. ებრძოდა ლუდვიგ IV ბავარიელს. მის დროს დამტკიცდა საეკლ. სამართლის კოდექსი. სამღვდელოებაში შე­მოი­ღო მძიმე საგადასახადო სისტემა.

ი. XXII-სა და გიორგი V ბრწყინვალეს შორის დამყარდა დიპლ. ურთიერთობა. 1328 კა­თოლიკეთა საეპისკოპოსო ტახტი ­სმირნიდან გადმოიტანა თბილისში, სადაც 1329 კათოლიკეთა პირველ ეპისკოპოსად დომინიკელი იოანე ფლორენციელი დანიშნა.

ლიტ.: თ ა მ ა რ ა ­შ ვ ი ­ლ ი  მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის..., თბ., 1902.

ვ. გოილაძე