იოანე ბედიელი, ბედიის მთავარეპისკოპოსი XI ს. II ნახევარში. ჰქონდა სვინგელოზის (პატრიარქის თანაშემწე ბერი) საეკლ. წოდება. 1065, როდესაც ბაგრატ IV-ის ასული მარიამი (მართა) ცოლად გაჰყვა ბიზანტ. იმპერატორის – კონსტანტინე X დუკას ვაჟს მიხეილს (შემდგომში იმპ. მიხეილ VII), კონსტანტინოპოლში ჩასულ ქართვ. ბიზანტიის მომავალ დედოფალს თან ახლდა სამეფო დელეგაცია: პეტრე პატრიკი, ი. ბ. და „სხუაჲ ერი ფრიადი".
წყარო: გიორგი მცირე, ცხოვრება გიორგი მთაწმიდელისა, ი. ლოლაშვილის გამოც., თბ., 1994.
ლიტ.: კ უ დ ა ვ ა ბ., იოანე ჭყონდიდელი (XI საუკუნის ჭყონდიდელ ეპისკოპოსთა ქრონოლოგიისათვის), «არტანუჯი», 1994, N 2–3.
ბ. კუდავა