იოანე-ზოსიმე

იოანე-ზოსიმე, X ს. მწიგ­ნო­ბა­რი და სა­ეკ­ლე­სიო მო­ღვა­წე. ბი­ოგ­რ. ცნო­ბე­ბი მის შე­სა­ხებ ძუნ­წა­დაა შემო­ნა­ხუ­ლი, ძი­რი­თა­დად, ქართ. ხელ­ნა­წერ­თა სი­ნუ­რი კო­ლექ­ცი­ის ან­დერ­ძ-მი­ნა­წე­რებ­ში. ი.-ზ-ს სახელს უკავ­შირ­დე­ბა მრა­ვა­ლი ხელნა­წე­რის რო­გორც შე­დგე­ნა-გადა­წერა, ისე შემო­სვა-განახ­ლე­ბა. მი­სი მო­ღვა­წე­ო­ბა მთლი­ა­ნად და­კავ­შირე­ბუ­ლია პა­ლეს­ტი­ნას­თან: თავდაპირველად იმყოფებოდა სა­ბაწ­მიდის ლავ­რა­ში (40-ია­ნი წლე­ბის და­სა­წყი­სი­დან 60-ია­ნი წლე­ბის და­სას­რუ­ლა­მდე), შე­მდგომ კი – სინას მთა­ზე. უად­რე­სი ხელ­ნა­წე­რი, რ-­იც ადას­ტუ­რებს ი.-ზ-ს მო­ღვაწე­ო­ბას სი­ნა­ზე, არის Sin.-35, მის მი­ერ შემო­სი­ლი 973, ხო­ლო უგ­ვია­ნე­სი – ა. ცა­გა­რ­ლის კა­ტა­ლო­გის N 93 და N 92 (ამ­ჟა­მად გა­ფან­ტულია სხვა­და­სხვა სიძ­ვე­ლეთ­სა­ცავში), გა­და­წე­რი­ლი და შემო­სი­ლი 986.

ი.-ზ. იმ ­ქართვ. სა­ბაწ­მი­დელსი­ნელ სა­ეკ­ლ. მო­ღვა­წე­თა წარმომად­გე­ნე­ლია, რ-ებიც ქრისტ. ღვთის­მსა­ხუ­რე­ბის წი­ნა­ბი­ზან­ტიუ­რი, ანუ იე­რუ­სა­ლი­მუ­რი წე­სის აღ­მსრუ­ლე­ბე­ლი უკა­ნას­კნე­ლი თაო­ბა გამო­დგა. სა­ქარ­თვე­ლოს პოლიტ. ორი­ენ­ტა­ცი­ამ X ს. II ნა­ხში გან­სა­ზღვრა ქართ. ეკ­ლე­სი­ის გადასვლა კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის სა­ღ­ვთის­მსა­ხუ­რო წეს­ზე. ამ პროცე­ს­მა, რო­გორც ჩანს, განა­პი­რო­ბა სა­ბაწ­მი­დელ-სი­ნელ მწიგ­ნო­ბარ­თა მო­ღვა­წე­ო­ბის ში­ნა­არ­სი და მიმარ­თუ­ლე­ბა. თა­ვი­სი დრო­ის სი­ახლე­თა და­ნერ­გვას­თან ერ­თად ისინი ცდი­ლობ­დნენ, იე­რუ­სა­ლი­მუ­რი ტრა­დი­ცი­ის ამ­სახ­ვე­ლი მრავა­ლი ძეგ­ლი თუ ლი­ტურ­გი­კუ­ლი წე­სი შე­ე­ფარ­დე­ბი­ნათ ახ. პრაქ­ტი­კასთან. ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნია ი.-ზ-ს, რო­გორც ლიტურ­გის­ტის, მო­ღვა­წე­ო­ბა. მის მი­ერ შე­დგე­ნი­ლი კრე­ბუ­ლე­ბი ერთდრო­უ­ლად მოიცავს სი­ახ­ლესაც და სიძ­ვე­ლესაც. პირ­ველ რიგ­ში გამო­ყო­ფენ მის ენ­ციკ­ლო­პე­დი­უ­რი ხა­სი­ა­თის ლი­ტურ­გი­კულ-ჰიმ­ნოგრა­ფი­ულ კრე­ბულს Sin.- 34-ს, რ-იც, თვით ი.-ზ-ს თქმით, მას შე­უდ­გენია სწავ­ლულ კაც­თა­თვის („მეცნი­ე­რი­სა კა­ცი­სა­თჳს"). ან­დერ­ძის მი­ხედ­ვით, კრე­ბუ­ლის შე­დგე­ნა ი.-ზ-ს 965 და­უს­რუ­ლე­ბია, მაგ­რამ გა­რკვე­უ­ლი შე­ნიშ­ვნა-გან­მარ­ტებე­ბი თუ სხვა მა­სა­ლა კრე­ბულ­ში შე­ტა­ნი­ლი ჩანს მი­სი მო­ღვა­წე­ო­ბის სი­ნურ პე­რი­ოდ­ში. Sin.- 34-ის ზოგიერთი ნა­წი­ლი, რ-იც და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბო­და, და­ცუ­ლი აღმო­ჩნდა პე­ტერ­ბურგის სა­ჯა­რო და ლა­იფცი­გის უნ-ტის ბ-­კე­ბის ხელ­ნა­წერთა კო­ლექ­ცი­ებ­ში. ეს შე­ვსე­ბა კიდევ უფ­რო თვალ­სა­ჩი­ნოს ხდის Sin.-34-ის მნიშ­ვნე­ლო­ბას. მრავალი ძეგ­ლი, რ-იც მხო­ლოდ ი.-ზ-ს კრებუ­ლებ­მა შემო­ი­ნა­ხა, პირ­ვე­ლად Sin.-34-შია შე­ტა­ნი­ლი ან მხო­ლოდ ამ ხელ­ნა­წე­რი­თაა მო­ღწე­უ­ლი. ხელ­ნა­წე­რის შე­ნიშ­ვნა-გან­მარ­ტებებ­სა და ან­დერძ-მი­ნა­წე­რებ­ში ნათ­ლად ჩანს, თუ რო­გორ იძი­ებს ი.-ზ. ამა თუ იმ ძეგ­ლის წარმომავ­ლო­ბი­სა და სიძ­ვე­ლის რე­დაქცი­ებს, აჯე­რებს მათ თა­ნა­მედ­რო­ვე პრაქ­ტი­კას­თან და ­ქმნის სრუ­ლი­ად ახ. მთლიანო­ბას. ამ­გვარ იშ­ვი­ათ ძეგ­ლებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა პას­ქა­ლისტუ­რი ხა­სი­ა­თის ვრცე­ლი ნა­შრო­მი ცნო­ბი­სათჳს და უწყე­ბი­სა, ჭეშ­მარი­ტად რო­მე­ლი მო­გუ­ე­თხრა ჩუ­ენ მო­ძღუ­არ­თა მი­ერ, გან­სა­ზღვრული გამო­ძი­ე­ბი­სა­თჳს ჟამ­თა და წელ­თა..." (Sin. -34, Sin.- 38), რ-­შიც გან­მარ­ტე­ბუ­ლია ქართ. და ­ბერძნ. ტრა­დი­ცი­ა­ში სხვა­და­სხვა კა­ლენდა­რუ­ლი გამო­თვლე­ბის წე­სი და მო­ცე­მუ­ლია მე-13 მო­ქცე­ვის (781– 1312) 532-წლი­ა­ნი ციკ­ლის ტაბუ­ლა (გამო­ცე­მუ­ლია). გან­სა­კუთრე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბოა ნაშ­რომ­ში მო­ცე­მუ­ლი ქრო­ნო­ლო­გი­უ­რი სისტე­მე­ბი, მ. შ. „ქარ­თველ­თა სათვა­ლა­ვი". ასე­ვე მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნია სხვა­და­სხვა წყა­რო­ს სა­ფუძ­ველ­ზე შე­დგე­ნი­ლი „კრე­ბაჲ თთუ­ე­თაჲ წე­ლი­წა­დი­სა­თაჲ", რ-იც პა­ლეს­ტინუ­რი ტრა­დი­ცი­ის სა­ეკ­ლ. და­ნიშნუ­ლე­ბის ვრცე­ლი კა­ლენ­და­რია. სა­ეკ­ლ. დღე­სას­წა­ულ­თა და ხსე­ნება­თა, მ. შ. ­ქართვ. წმინ­და­ნე­ბის ხსე­ნე­ბა­თა, გარდა კა­ლენ­და­რი შეი­ცავს მნიშვნელო­ვან ცნო­ბებს პალეს­ტი­ნის წმინ­და ად­გი­ლე­ბი­სა და ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბის, აგ­რეთ­ვე ჰა­გი­ო­გრა­ფი­ი­სა და ლი­ტურ­გი­კის სა­კი­თხე­ბის შე­სას­წავ­ლად. ი.-ზ. დიდ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობ­და ჰიმნოგ­რა­ფი­უ­ლი კრე­ბუ­ლე­ბის შედ­გენას. კრე­ბულ­თა შო­რის გან­სა­კუთრე­ბით მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნია ყველაზე ად­რე­უ­ლი Sin.- 34 ხელ­ნა­წე­რი, რ-შიც იად­გა­რის ორი – უძ­ველესი და ახ. – რე­დაქ­ცი­ე­ბია შე­ტა­ნი­ლი. ამ კრე­ბულ­ში აი­სა­ხა ძვე­ლი­დან ახ. ტი­პის სა­გა­ლობ­ლებ­ზე გადა­სვლის პრო­ცე­სი, ამ ეტაპ­ზე საღ­ვთის­მსახუ­რო პრაქ­ტი­კა­ში ძვ. და ახ. ტრადი­ცი­ე­ბის ურ­თი­ერ­თშე­თავ­სე­ბა.

ხელ­ნა­წერ­თა ან­დერძ-მი­ნა­წერებ­ში ი.-ზ. მო­იხ­სე­ნი­ე­ბა რო­გორც „მჩხრე­კა­ლი", ანუ ტექ­სტის დამდგე­ნე­ლი და რე­დაქ­ტო­რი, მო­მგებე­ლი, ხელ­ნა­წე­რის შემ­მოს­ვე­ლი. იგი არ­სად არის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ავ­ტო­რად ან მთარ­გმნე­ლად. ამის მი­უ­ხე­და­ვად, მას მი­ა­წე­რენ ავ­ტორო­ბას ისე­თი მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი ძეგლი­სა, რო­გო­რი­ცაა „ქე­ბაჲ და დიდე­ბაჲ ქარ­თუ­ლი­სა ენი­საჲ", რ-ის სა­მი ნუს­ხა ი.-ზ-ს ხე­ლი­თ არის გადა­წე­რი­ლი. მკვლე­ვარ­თა ნა­წი­ლი მას მხოლოდ ამ ძეგ­ლის გადა­მწერად მიიჩნევს. ი.-ზ-ს მი­ე­წე­რე­ბა ასე­ვე ორი­გი­ნ. აკ­როს­ტი­ქუ­ლი ლექსი Sin.-34-იდან. ეს არის შე­სხმის ფორ­მით დაწერი­ლი თა­ვი­სე­ბუ­რი ან­დერ­ძი Sin.-34-ის იად­გა­რი­სა. ლექ­სის ორ­მხრივ კი­დურ­წე­რი­ლობა­ში იკი­თხე­ბა სა­ხე­ლი „გე­ორ­გი", რ-­საც მკვლე­ვარ­თა ნა­წი­ლი ლექსის ავ­ტო­რად მი­იჩ­ნევს.

ლიტ.: ი ნ ­გ ო ­რ ო ყ ­ვ ა  პ., თხზუ­ლე­ბათა კრე­ბუ­ლი, ტ. 3, თბ., 1965; ძლისპირ­ნი და ღმრთის­მშობ­ლი­სა­ნი. ორი ძვე­ლი რე­დაქ­ცია X–XI სს. ხელ­ნა­წე­რების მი­ხედ­ვით, გამო­სცა და გამო­კვლევა და­ურ­თო ე. მეტ­რე­ველ­მა, თბ., 1971; კ ე ­კ ე ­ლ ი ­ძ ე  კ., იო­ა­ნე ქარ­თვე­ლის კალენ­და­რი (X ს.). – იხ. მი­სი: ეტი­უ­დე­ბი ძვე­ლი ქარ­თუ­ლი მწერლობის ის­ტო­რი­იდან, V, თბ., 1957; მ ი ­ს ი ­ვ ე, ძვე­ლი ქართუ­ლი მწერლობის ის­ტო­რია, ტ. 1, თბ., 1951; მ ე ­ნ ა ბ ­დ ე  ლ., ძვე­ლი ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის კე­რე­ბი, II, თბ., 1980; შ ა ნ ი ­ძ ე  ა., ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი გრაცში. – «ტფი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მო­ამ­ბე», 1929, ტ. 9; ჭანკიევი ც., პა­ლეს­ტი­ნელ გადა­მწერ „იო­ვა­ნე­თა" შესა­ხებ. – «მრა­ვალ­თა­ვი», III, თბ., 1973; ხ ე ვ ­ს უ ­რ ი ­ა ­ნ ი  ლ., Sin. 34-ის შე­დგე­ნილო­ბის სა­კი­თხი­სა­თვის, იქ­ვე, VI, თბ., 1978; მ ი ­ს ი ­ვ ე, იო­ა­ნე-ზო­სი­მეს ერ­თი ხელ­ნა­წე­რის შე­სა­ხებ, «მრა­ვალ­თა­ვი», VII, თბ., 1980; ჯ ა ­ვ ა ­ხ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ივ., სინას მთის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, თბ., 1947; Марр Н. Я., Описание грузинских рукописей Синайского монастыря, М.–Л., 1940; Цагарели А., Памятники грузинской старины в Святой Земле и на Синае, «Православный Палестинский сборник», т. 4, вып. 1, СПб., 1888; B r o s ­s e t  M., Études de chronologie technique, I. – «Men. de l’Aca­de­mie Imp. des Sci­en­ces de St. Peter­sbo­urg», VII série, XI, №13, 1868; G a r i t ­t e  G., Ca­ta­lo­gue des ma­nus­crits géor­gi­ens littéra­i­res du Mont Si­naї. – «CSCO», vol. 165, Subsidia, t. 9, Louvain, 1956; Le Ca­len­dri­er pa­les­ti­no-géor­gi­en du Sinaїti­cus 34, édité, tra­du­it et com­menté par G. Garit­te, Bru­xel­les, 1958; E s b r o ­e c k  M. van, Les manuscrits de Jean Zosime Sin.- 34 et Tsagareli 81, «Re­vue de Kartvélo­lo­gie», vol. XXXIX, Paris, 1981.

ლ. ხევ­სუ­რი­ა­ნი