იოანე მინჩხი

იოანე მინჩხი, X ს. ქარ­თვე­ლი ჰიმნოგრაფი. დას. სა­ქარ­თვე­ლოს (აფხაზეთის) მეფის, გიორგი II-ის (922–957) თანამედროვე, წარმოშობით დას. სა­ქარ­თვე­ლოდან, სოფ. ინჩხიდან ყოფილა, რაზეც მისი ზედწოდება (მინჩხი) მიუთითებს. ვარაუდობენ, რომ პა­ლეს­ტი­ნაში, სინას მთაზე მოღვაწეობდა. მისი ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობა სწორედ სინურმა ხელნაწერებმა შემოინახა. მიქაელ მოდრეკილის „იადგარში" (978–988) შესულია იამბიკური საზომით და­წე­რი­ლი ი. მ-ის 4 საგალობელი (გამოაქვეყნა ი. ჯავახი­შვილმა 1947). ქართ. ჰიმნოგრაფიაში მან შე­მო­ი­ღო ახ. სალექსო ფორმა მინჩხური.

თხზ.: [წიგნში] ინგოროყვა  პ., ძველი ქართული სასულიერო პოეზია, წგ. 1 – ტექსტები, ტფ., 1913; ძველი ქარ­თული ლი­ტე­რა­ტუ­რის ქრესტომათია, შედგ. სოლ. ყუბანეი­შვი­ლის მიერ, [ტ.] 1, თბ., 1946.

ლიტ.: ი ნ გ ო რ ო ყ ვ ა  პ., თხზ. კრ. შვიდ ტომად, ტ. 3, თბ., 1965; კეკელიძე კ., ქართული ლი­ტე­რა­ტუ­რის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960.

ლ. ჯღამაია