იოანე მოსხი

იოანე მოსხი (დაახლ. 550 – დაახლ. 634), ბიზანტიელი მწერა­ლი და საეკლესიო მოღვაწე. მისი ბიოგრაფიიდან ცნობილია მხო­ლოდ ის, რომ ბევრს მოგზაურობდა სირია-პალესტინის ქრისტ. კერებში თავის მოწაფესთან, სოფრომ პალესტინელთან ერთად.

თავიდანვე მიაჩნდათ, რომ იგი წარმოშობით მოსხი, ანუ მესხი იყო (როსვეიდი, ალოიზიუს ლიპომანუსი); ეს აზრი შემდეგ განავითარეს შ. ნუცუბიძემ და ს. ყაუხჩი­შვილმა. ისინი თვლიდნენ, რომ ი. მ. თავის თხზუ­ლებებს ­ბერძნ. და ქართ. ენებზე წერდა. შ. ნუცუბიძის აზრით, მას ეკუთვნის აგრეთვე ქართ. მოკლე რედაქცია თხზულებისა „სიბრძნე ბალავარისა".

ი. მ-ის სახელს უკავშირდე­ბა ბიზანტ. ლიტ-რაში ნოველის ჟანრის დამკვიდრება. ჩვენამდე მოაღწია მისი ნოველების კრებულმა, რ-საც ­ბერძნ. ვერსიაში „ლიმონარი" („მდელო"), ხოლო ქართ. ვერსიაში „სამოთხე" ეწოდება. არსებობს აგრეთვე არაბ. ვერსია „ბუსთანის" სახელწოდე­ბით. ­ბერძნ. და ქართ. ვერსიების უძველესი ხელნაწერები X ს-ით თა­რიღ­დე­ბა.

თხზ.: ლიმონარი, ილ. აბულაძის გამოც., თბ., 1960; ალ-ბუსთანი, რ. გვარამიას გამოც., თბ., 1965.

ლიტ.: Н у ц у б и д з е  Ш. И., К происхождению греческого романа «Варлаам и Иоасаф», Тб., 1956.

რ. მიმინო­შვი­ლი