იოანე მტბევარი

იოანე მტბევარი, X ს. ქარ­თვე­ლი საეკლესიო მოღვაწე, ჰიმნოგრაფი, მთარგმნელი.

როგორც ტბეთის სახარების (995) მინაწერიდან ჩანს, 978-იდან ტბეთის ეპის­კო­პოსი ყოფილა, 995 კი მაწყვერელად დაუდგენიათ. მიქაელ მოდრეკილის „იადგარში" (978–988) და­ცულია VII–IX სს. ბერძენ ავტორთა ჰიმნების თარგმანები, რ-ებიც ი. მ-ს ეკუთვნის. მის სახელთანაა დაკავშირებული ქართ. ჰიმნოგრაფიული ტერმინი „მოკაზმული".

თხზ. იხ. სტ-თან იოანე მინჩხი.

ლ. ჯღამაია