იოანე ნათლისმცემელი

იოანე ნათლისმცემელი, სახარებების თანახმად, იესო ქრისტეს უახლოესი წინამორბედი, რ-მაც მესიის (ქრისტეს) მოსვლა იწინასწარმეტყველა.

ი. ნ-ს მი­ე­ნიჭა ნათლობის მადლი, ნათლობა სინანულისა, რის გამოც ეწოდა „ნათლისმცემელი". ცხოვრობდა უდაბნოში, ამხელდა საზ-ბის ბიწიერებას და მოუწოდებდა მონანიებისაკენ. მდ. იორდანეში მონათლა მრავალი იუდეველი. მისივე ხელით მიიღო იესო ქრისტემ ნათლობის მადლი. იოსებ ფლავიუსის (ახ. წ. I ნახ.) ცნობით, ი. ნ. ჰეროდე I-ის (I ს. I ნახ.) თანამედროვე იყო. ჰეროდემ თავისი საყვარლის, ჰეროდიადას, საამებლად იგი საპყრობილეში ჩასვა, შემდეგ კი თავი მოაკვეთინა. ი. ნ-ის კულტი ქრისტიანობაში უფრო ადრინდ. ებრ. სექტიდან უნდა შესულიყო.

ი. ნ-ის თემა აისახა მხატვრობასა (ა. ვე როკიო, ლეონარდო და ვინჩი, პ. ბრეიგელი, ა. ივანოვი) და ქანდაკებაში (დონატელო, ო. როდენი და სხვ.). შუა საუკუნეების ხატწერაში იგი ვედრების (ქრისტე, ღვთისმშობელი, ი. ნ.) კომპოზიციის ერთ-ერთი აუცილებელი ფიგურა იყო.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ი. ნ-ის სახელზე არაერთი ეკლესია-მონას­ტე­რია აგებული. წმ. ი. ნ-ის ხსენე­ბის დღეებია: ნათლისღება – 19 იანვარი, შობა – 7 ივლისი და თავის კვეთა – 11 სექტემბერი.