იოანე სენექერიმი, ჰერეთის მეფე დაახლ. 960 – X ს. ბოლოს, იშხანიკის ძე. თავის სამეფოს შეუერთა მარჯვ. ნაპირის ალბანეთის ნაწილი. მოვსეს კალანკატვაცი მას „ალბანეთის სამეფოს აღმდგენლად“ მოიხსენიებს. ი. ს-ს კეთილგანწყობილი ურთიერთობა ჰქონდა აზერბ. სალარიდთა დინასტიის წარმომადგენლებთან (დეილემის მთავართა საგვარეულო) და ტაოს მეფე დავით III დიდ კურაპალატთან.
წყარო: История агван Моисея Каганкатваци, пер. с арм., СПб., 1861, кн. 3, гл. 22.
ლიტ.: პაპუაშვილი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, შ. მესხიას რედ., თბ., 1973.
თ. პაპუაშვილი