იოანეს (ჰოვანეს) ერზინკაცი

იოანეს (ჰოვანეს) ერზინკაცი, რზინკელი, XIII ს. სომეხი პოეტი და ასტროლოგი. მისი ნა­შრომი „ზეციური მოძრაობისათვის" და­წე­რი­ლია თბილისში 1284. მონღოლთა გამანადგურებელი შემოსევების შემდეგ და მათი მკაცრი მმართველობის პირობებ­შიც კი თბილისი სომეხი პოეტის აღტაცებას იწვევს. ქართველთა სამეფოს იგი „ღვთივ დაცულს", ხოლო მის მთავარ ქალაქს „სახელგანთქმულსა და მემატიანეთგან ფაიტაკარანად (სომხურად – „ხისგან ნაგები ქალაქი") წოდებულ დიდ დედაქალაქ თბილისს" უწოდებს. ი. ე-ს თბილ. სომეხთა საკრებულო ტაძარში სიტყვა წარმო­უთქვამს ასტროლოგიის სა­კითხებზე.

გ. მაისურაძე