იოანე სკილიცე

იოანე სკილიცე (Iōannēs Skylitzēs), XI ს. ბიზანტიელი ქრონისტი, მეტსახელად „თრაკესიელი". და­წე­რი­ლი აქვს „ისტორიული მიმოხილვა" 811–1079 ამბებისა. თხზუ­ლების ძირითადი ნაწილი (811–1059) შესულია გიორგი კედრენეს ისტორიულ მიმოხილვაში (ი. ს-ს შრომის სრული ბერძნ. ტექსტი ჯერ გამოვლენილი არ არის), ხო­ლო 1059–79 ისტორია ცალკეა დაბეჭდილი და კედრენეს შრომას ბოლოში დაერთვის. ი. ს-მ თავისი თხზულება დაგეგმა როგორც თეოფანე ჟამთააღმწერლის „ქრონოგრაფიის" გაგრძელება, რ-იც 811-ით ამთავრებს ამბების თხრობას. 811-იდან 944-მდე ი. ს. სარგებლობს ე. წ. „თეოფანეს გამგრძელებლებით", ხოლო 944 შემდგომი ამბები აღწერილი აქვს უპირატესად იმ პირველწყა­რო­ების მიხედვით, რ-ებიც ჩვენამდე მოღწეული არაა, ამიტომაც ი. ს-ს თხზულების ამ მონაკვეთს განსაკუთრებული მნიშვ­ნელობა ენიჭება. კონკრეტულად ჩვენთვის საინტერესოა კედრენე-სკილიცეს შრომის ის ადგილი, სადაც მოთხრობილია ნიკიფორე ქსიფიასის და ნიკიფორე ფოკას ძის აჯანყების ამბავი, მეფე გიორგი I-ის კავ­შირის შე­სა­ხებ აჯანყებუ­ლებთან.

წყა­რო: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერ­ლების ცნობები სა­ქარ­თვე­ლოს შესა­ხებ, ს. ყაუხჩი­შვი­ლის გამოც., ტ. 5, თბ., 1963.

ლიტ.: ყაუხჩიშვილი ს., ბერძნული ლი­ტე­რა­ტუ­რის ისტორია, ტ. 3, თბ., 1973.

ლ. მანიავა